თურქეთი ამერიკისათვის საპასუხო ნაბიჯისთვის ემზადება

თურქეთი ამერიკისათვის საპასუხო ნაბიჯისთვის ემზადება

1326983
თურქეთი ამერიკისათვის საპასუხო ნაბიჯისთვის ემზადება

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის მიმართ დასაწესებელი  სანქციები შეაფასა და საპასუხო ნაბიჯის გადადგმაზე მიანიშნა. ამერიკის, თურქეთისადმი სანქციები დაწესების დაანონსება, პრეზიდენტმა ერდოღანმა მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს შეაფასა და დასძინა: „რუსეთისგან შესყიდული S-400-ების სისტემების გამო   ავიაგამანადგურებელ F-35-ების წარმოებიდან გაყვანა და სანქციების დაწესება, ჩვენთვის მიუღებელია.  ჩვენ ეს საკითხი დავასრულეთ. ამის შესახებ რამდენჯერ უნდა ვისაუბროთ. ახლა კიდევ „თურქულ ნაკადთან“ დაკავშირებით სანქციების დაწესებას აანონსებენ. ეს, ჩვენი უფლებების სრული დარღვევაა. ამ ყველაფრის წინააღმდეგ რა თქმა უნდა ჩვენც შესაბამის საპასუხო ნაბიჯებისთვის ვემზადებით. ხშირად ვაცხადებ, ჩვენ არ ვართ ტომობრივი სახელმწიფო. ნურავის დაავიწყდება, რომ ჩვენ თურქეთი ვართ, რომელიც თავისი ისტორიით ბევრისგან განსხვავდება. ამიტომაც,  ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენც რა თქმა უნდა შესაბამისად ვუპასუხებთ“.



მსგავსი ინფორმაციები