თურქეთმა ნიდერლანდები მწვავედ გააკრიტიკა

თურქეთმა ნიდერლანდები მწვავედ გააკრიტიკა

1325827
თურქეთმა ნიდერლანდები მწვავედ გააკრიტიკა

თურქეთმა ნიდერლანდები,  ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის  (FETÖ) წევრებისთვის ბინადრობის გაცემა მკაცრად გააკრიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ნიდერლანდების,  მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურების დეპარტამენტის მიერ FETÖ-ს წევრებისთვის, რომლების მონაცემები შესაძლოა თურქეთის ხელისუფლებას მიეღო, მათ  მიმართ თავშესაფრის მიცემა ჩვენთვის მიუღებელია. 1951 წლის „ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის  სტატუსის შესახებ“ კანონში ნათლად არის ასახული, რომ ტერორიზმის   ბრალდებით ძებნილებისათვის ბინადრობის გაცემა აკრძალულია. ხსენებული ტერ-ორგანიზაციის წევრებმა, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში 2016 წლის 15 ივლისს გადატრიალების მცდელობა განახორციელეს, რის შედეგადაც ჩვენი 251 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა, მათ მიმართ ბინადრობის გაცემა საერთაშორისო თანამშრომლობას ეწინააღმდეგება. ნურავის დაავიწყდება, რომ ტერ-ორგანიზაცია,  FETÖ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არამედ საერთაშორისო საშიშროებას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით ნიდერლანდების  მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურების დეპარტამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობას ეწინააღმდეგება“.



მსგავსი ინფორმაციები