ერდოღანმა  განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ცვლილება აუცილებელია

ერდოღანმა  განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ცვლილება აუცილებელია

1325906
ერდოღანმა  განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ცვლილება აუცილებელია
erdogan.jpg
erdogan.jpg
erdogan.jpg
erdogan.jpg

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ცვლილება აუცილებელია. მან ამის შესახებ მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სამიტს, ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის და კატარის ემირის,  შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანის ჩათვლით 50-ზე მეტი  ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. „მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულების მხრიდან საკუთარი ინტერესების დასაცავად ჩამოყალიბებული გაეროს უშიშროების საბჭო, არ შეიძლება წყვეტდეს 1,7 მილიარდი ადამიანის ბედს.  არა მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს, არამედ,  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასაც საჭიროებს რეფორმები. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის პლატფორმის ყველაზე დიდი დეფიციტი, განხორციელების ნაკლებობაა. იმის მიზეზი, რომ დღეისათვის პალესტინის საკითხთან დაკავშირებით წინსვლას ვერ ვახორციელებთ, ისლამური მიმდევრობები გახლავთ. ეს რომ არ იყოს, ისლამური სამყარო უფრო ძლიერი იქნებოდა. მიუხედავდა მრავალი სიმდიდრეებისა, ისლამური სამყაროს დიდი ნაწილი სერიოზულ სიდუხჭირეში ცხოვრობს. ამ და სხვა მრავალი პრობლემების აღმოსაფხვრელად კი ჩვენ, ისლამურ სამყაროს ერთად დგომა გვესაჭიროება და თუ ამას მოვახერხებთ, სამოქალაქო დაპირისპირებები, რომლებიც ძირითადად ისლამურ რეგიონებში მიმდინარეობს, აღმოფხვრილ იქნება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები