ამერიკის სენატში მიღებულ გადაწყვეტილებას თურქეთში მწვავე შეფასებები მოჰყვა
ამერიკის სენატში მიღებულ გადაწყვეტილებას თურქეთში მწვავე შეფასებები მოჰყვა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუ მკაცრი რეაქცია გამოხატა ამერიკის სენატის მიერ 1915 წლის სომხური მოვლენების „გენოციდად“ აღიარების რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.
„ისინი, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, არიან მშიშრები, რომლებსაც ჭეშმარიტებისათვის თვალის გასწორების ეშინია.“-განაცხადა ჩავუშოღლუმ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალური ქსელის „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ამერიკის სენატის გადაწყვეტილება პოლიტიკური შოუა. იურიდიულად სავალდებულო ძალა არ გააჩნია და მოქმედი არ არის. ისინი, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, არიან მშიშრები, რომლებსაც ჭეშმარიტებისათვის თვალის გასწორების ეშინია.“
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ სონმეზმა დაგმო აღნიშნული გადაწყვტილება და დასძინა: „ვიმედოვნებ, რომ ამ შეცდომებზე უარს იტყვიან და ამ ქვეყანასთან, რომელთანაც წლების მანძილზე როგორც მოკავშირე NATO-ს და სხვადასხვა საერთაშორისო არენაზე კავშირები გაქვს, ეს ურთიერთობები გამოსწორდება.
მწვავე რეაქცია გამოხატა ამერიკის სენატის გადაწყვტილებაზე კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმაც, რომელმაც „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: “მიღებული სომხური რეზოლუცია საფრთხეს უქმნის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მომავალს. სანქციები და მუქარები, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვაზე უარს ვერ გვათქმევინებს.“
პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინიმა კი დასძინა: „მკაცრად ვგმობთ და უარვყოფთ აშშ-ს სენატის გადაწყვტილებას. ამ გადაწყვტილებას ძალა არ აქვს, იგი გავლენას ვერ იქონიებს თურქეთის სამართლიან დ მტკიცე პოზიციაზე.“
ამერიკის სენატის გადაწყვეტილება დაგმო ასევე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე მაჰირ უნალმა.
რეზოლუციის მიღება, სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან ერთად რესპუბლიკური სახალხო პარტიის, ეროვნული მოძრაობის პარტიის და პარტია „იი“-ს საპარლამენტო ჯგუფის დეპუტატებმაც დაგმეს.
დემოკრატი ნიუ ჯერსის სენატორის ბობ მენენდესის და რესპუბლიკელი ტეხასის სენატორის ტედ კრუზის მიერ წარდგენილი აღნიშნული რეზოლუცია ამერიკის სენატმა გუშინ მიიღო.
რეზოლუციას იურიდიული ვალდებულებები არ გააჩნია.