ანტალია, მსოფლიოში „ლურჯი დროშის“  პლაჟებით პირველ ადგილზეა

ანტალია, მსოფლიოში „ლურჯი დროშის“  პლაჟებით პირველ ადგილზეა

1322350
ანტალია, მსოფლიოში „ლურჯი დროშის“  პლაჟებით პირველ ადგილზეა

თურქეთში ყოველწლიურად იზრდება „ლურჯი დროშიანი“ პლაჟების რაოდენობა. ამ თვალსაზრისით ანტალიამ მიმდინარე წელს 422 პლაჟს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ანტალიის ჯანმრთელობის მენეჯერმა უნალ ჰულურმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფონდი, (EFF) ყოველწლიურად ლურჯი დროშით აჯილდოებს იმ ქვეყნების პლაჟებს, რომლებიც სისუფთავით, გარემოს და  ბუნების დაცვითი კრიტერიუმებით, მაღალი მომსახურებით და სხვა პარამეტრებით, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ, ლურჯი დროშის სტატუს გადასცემს. ეს ჩვენთვის საერთაშორისო ტურიზმის კონკურენციის თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია.  ამჟამად თურქეთში ლურჯი დროშების მფლობელი 463 პლიაჟია და აქედან 202 ლურჯ დროშიანი პლაჟი მხოლოდ ანტალიაშია. ეს კი ჩვენთვის ერთგვარი სიამაყეა.“  შეგახსენებთ, რომ ამა თუ იმ პლაჟებზე „ლურჯი დროშის“  გადაცემის პრაქტიკა 1987 წლიდან არსებობს.  ლურჯი დროშა ეს არის ხარისხის პლატფორმის სერტიფიკატი. პლაჟები ფასდება 27 ქულიანი შკალით. სერტიფიცირება ხდება ყოველწლიურად საცურაო სეზონის დაწყებამდე. ასეთი დროშის ყოფნა ძალიან პრესტიჟულია.


საკვანძო სიტყვები: #ლურჯი დროშა , #ანტალია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები