ერდოღანმა ადამიანის უფლებების დაცვის დღეს მესიჯი გაავრცელა
მან დაგმო ნობელის პრემიის რასისტი მწერლისათვის მინიჭება
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა "10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დღე“-სთან დაკავშირებით ოფიციალური მესიჯი გაავრცელა და მასში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის რასიზმის დამცველი მწერლისათვის გადაცემა დაგმო და გააკრიტიკა რა, ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი ადამიანის უფლებების დარღვევას კიდევ უფრო წაახალისებს. მისივე თქმით, დღეს, ისლამის სიძულვილი, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და ამ საკითხში ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ისლამის სიძულვილს იყენებენ როგორც კენჭისყრის საშუალებას, მედია საშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენას, სიტყვის თავისუფლებად აღიარებენ და კიდევ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამჟამად არსებული სტრუქტურებით ვერ ახერხებენ დღევანდელი პრობლემების გადაჭრას. ერდოღანმა მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ავსტრიელი რასისტი მწერლის, პიტერ ჰანკესათვის მინიჭება, რომელიც ფაქტიურად უარყოფს გენოციდს ბოსნია და ჰერცეგოვინაში და იცავს ომის დამნაშავე სერბ ჯალათებს
მსგავსი ინფორმაციები
ვიქტორ ორბანი დღეს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ვიქტორ ორბანი დღეს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება