პრეზიდენტმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ერთობლივ გადაცემაში აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ერთობლივ გადაცემაში აქტუალური საკითხები შეაფასა

1320457
პრეზიდენტმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ერთობლივ გადაცემაში აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ერთობლივ გადაცემაში აქტუალური საკითხები შეაფასა.

ერდოღანმა დასძინა, რომ  აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ლიბიასთან დადებული შეთანხმებით თურქეთმა საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებები გამოიყენა და დაამატა: „ამგვარად საბერძნეთს ხელი შეეკრა და სწორედ ამაზე გიჟდებიან... (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვას) მათ ყოველთვის დაარტყეს და წაიღეს. ამის შემდეგ ასე აღარ იქნება, უკვე ჩვენც დავიცავთ ჩვენს უფლებებს. ჩვენ კიდევ ერთ საბურღ გემს შევიძენთ. ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვაში, არამედ შავი ზღვისპირეთში და საერთაშორისო წყლებშიც კი. "

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ყველა საერთო სანაპიროს მქონე ქვეყანასთან მოლაპარაკებისთვის მზად არიან და პრობლემის სამართლიანი მოგვარებისკენ მოწოდება გააკეთა.

შეკითხვაზე „წავლენ თუ არა თურქი სამხედროები ლიბიაში“ პრეზიდენტმა უპასუხა: “თუ ლიბიას ეს მოუნდება თურქეთი ამის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ვინმესგან ნებართვას არ ავიღებთ.“


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები