ერდოღანი სიტყვით გამოვიდა “აზიის გული, სტამბოლის პროცესზე“

“დაეშის განადგურებისათვის ყველაფერს გავაკეთებთ“

1320387
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა “აზიის გული, სტამბოლის პროცესზე“

 

ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო სტამბოლში, დოლმაბახჩეს სასახლის ოფისში გამართულ, “აზიის გული - სტამბოლის პროცესი“ სახელწოდების მინისტრთა კონფერენციაში და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა: ”ავღანეთი მგრძნობიარე პერიოდს გადის. როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენ უნდა გავზარდოთ მატერიალური და სულიერი ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში 18 წლის განმავლობაში ვაკეთეთ”. მანვე ხაზი გაუსვა ავღანეთის მთავრობის მნიშვნელობას მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, რომლის ერთგული ბოლომდე რჩება ქაბული და ამიტომ მიესალმება მისი მხრიდან გადადგმულ დადებით ნაბიჯებს. ერდოღანმა სამხრეთ აზიაში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და თქვა: ”სამხრეთ აზიის რეგიონისა და მისი ახლომდებარე რეგიონის პრობლემების გადასალახად აუცილებელია რეგიონალური თანამშრომლობა და სოლიდარობა“. თურქმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ “აზიის გული სტამბოლის პროცესი“, ძალიან სასარგებლო და ეფექტურ სამუშაოებს ჩაატარებს  რეგიონალური მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ”რადიკალური DEAŞ-ის ავღანეთიდან განდევნისათვის და მისი საბოლოო დამარცხებისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”, დასძინა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები