ჰამი აქსოიმ კირიაკოს მიცოტაკისი მკაცრად გააკრიტიკა

ჰამი აქსოიმ კირიაკოს მიცოტაკისი მკაცრად გააკრიტიკა

1319433
ჰამი აქსოიმ კირიაკოს მიცოტაკისი მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ,  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, თურქეთის შესახებ გაკეთებული პროპაგანდისტული განცხადებების გამო  მკაცრად გააკრიტიკა. „საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა „საერთაშორისო კონფერენცია გენოციდის დანაშაულზე“ სახელწოდების პროგრამაში 6-8 დეკემბერს ქვეყნის დედაქალაქ, ათენში გაკეთებული განცხადება, როგორც ისტორიის ასევე თანამედროვეობის თვალსაზრისით შეუსაბამო, მტრული  და სიმართლეს მოშორებული განცხადებებია. საბერძნეთს არ უნდა დაავიწყდეს განმანთავისუფლებელი ომის დროს თუ რა ბედი ეწიათ ეგეოსის ზღვაში. თუ საბერძნეთის ხელმძღვანელობას სურს დაუპირისპირდეს თავის ისტორიას, პირველ რიგში მათი არმიის მიერ, ანატოლიის დაპყრობის დროს ჩადენილ დანაშაულებს გადახედონ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები, მოკავშირე ქვეყნების საგამოძიებო კომისიის მიერაც არის დადგენილი, რის გამოც საბერძნეთს კონპენსაციის გადახდაც კი დაევალა. მათ ასევე ლოზანის შეთანხმებასაც უნდა გადახედონ. ჩვენი რჩევა,  საბერძნეთისთვის ის იქნება, რომ მეოცნებე იდეოლოგებისგან თავის შორს დაიჭიროს  და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გაამახვილოს ყურადღება,“ ნათქვამია ჰამი აქსოის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  



მსგავსი ინფორმაციები