ევროკავშირის წარმომადგენლები ანკარას სტუმრობენ

მათ ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ თურქ მაღალჩინოსნებთან

1319283
ევროკავშირის წარმომადგენლები ანკარას სტუმრობენ

 

ათენში დასრულებული ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ანკარს ეწვივნენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე მარგარიტ შინასი და შინაგან საქმეთა კომისარი  ივა იოჰანსონი, რომლებმაც ამ თანმდებობებზე მუშაობა მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან დაიწყეს და თურქ მაღალჩინოსნებთან საუბარში ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას. ევროკავშირის თურქეთში წარმომადგენლობის მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ შინასიმ და იოჰანსონმა თურქეთში მეტად ნაყოფიერი ვიზიტი განახორციელეს და მათ კონსტრუქციული მოლაპარაკებები ჰქონდათ თურქულ მხარესთან. "ამ ვიზიტით ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა რიგ მნიშვნელობას აძლევს ურთიერთობებს და კავშირებს ევროკავშირის კანდიდატ, სტრატეგიულ პარტნიორ და ერთგულ მეზობელ თურქეთთან“, აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. შინასიმ და იოჰანსონმა კიდევ ერთხელ შეაქეს რა თურქეთი მილიონობით სირიელი ლტოლვილის მასპინძლობისათვის, იქვე აღნიშნეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს თურქეთს თავშეფარებული ლტოლვილებისადმი ყველანაირ მხარდაჭერას.  



მსგავსი ინფორმაციები