ერდოღანმა ლონდონში კებრიჯის მეჩეთი გახსნა

“ტერორიზმთან ისლამის გაიგივება წარმოუდგენელია“

1318608
ერდოღანმა ლონდონში კებრიჯის მეჩეთი გახსნა

 

ლონდონში, კემბრიჯში აშენებული მეჩეთის, რომელიც ევროპაში პირველ ბუნების მეგობარს წარმოადგენს, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ კემბრიჯის მეჩეთი არის 10 წელზე მეტი ხნის ძალისხმევის ნაყოფი და იგი ხელს შეუწყობს სხვადასხვა სარწმუნოების მრევლების კიდევ უფრო დაახლოებას. მისივე თქმით, ისლამი მშვიდობის რელიგიის სახელია და ამიტომ მისი ხსენება ტერორიზმთან არ შეიძლება. "ტერორიზმთან ისლამის გაიგივება წარმოუდგენელია და მათი ერთად წარმოთქმა შეუძლებელია. თუ ამას ვინმე იხმარს, მას ჩვენ დავგმობთ და გავკიცხავთ, რადგან, თუ მუსლიმანებში ტერორისტები ერევიან, ამის გამო არ შეიძლება ამ სარწმუნოების ტერორთან და ძალადობასთან გაიგივება. ამჟამად ჩვენი სამშობლო თურქეთი, ერთ ერთი მოწინავე ისლამური ქვეყანაა, რომელიც დაუნდობლად ებრძვის რადიკალურ დეაშს“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა და იქვე დაამატა, რომ ისინი ვალდებულნი არიან უარი თქვან და კატეგორიულად უარყონ უდანაშაულო ხალხის მიმართ ყველანაირი სახის ძალისმიერი მოქმედება, ხოლო სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, მთელი კაცობრიობის ვალია. აქედან გამომდინარე მან დასავლეთის პოლიტიკურ და მედია ორგანიზაციებს სთხოვათ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც მარგინალიზაციას გამოიწვევს და დაადანაშაულებს მუსულმანებს.



მსგავსი ინფორმაციები