ჩავუშოღლუ რომში ჩავიდა

იგი მიიღო იტალიელმა კოლეგამ

1318736
ჩავუშოღლუ რომში ჩავიდა

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუტ ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზით ჩავიდა იტალიის დედაქალაქ რომში, სადაც მას პირველი შეხვედრა მოუწყო იტალიელმა კოლეგამ ლუიჯი დი მაიომ და ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 45 წუთს გრძელდებოდა რა, დიპლომატიური წყაროების ცნობით, მათ ძირითადად ორმხრივი და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებთან ერთად, სირიის, ლიბიის და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. თურქი მინისტრი აქვე მონაწილეობას მიიღებს  იტალიის საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტისა (ISPI) და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წელს უკვე მეხუთეჯერ ორგანიზებულ MED 2019-ხმელთაშუა ზღვის დიალოგის ფორუმში, სადაც ჩავუშოღლუ სიტყვით გამოვა და ისაუბრებს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში თურქეთის ხედვასა და სტრატეგიაზე. ამავე ფორუმის ფარგლებში ჩავუშოღლუს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სხვა ქვეყნის კოლეგებთანაც,“ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები