დღეს 2 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

ერთი ჯარისკაცი ერაყის ჩრდილოეთში, მეორე კი სირიის ჩრდილოეთში დაიღუპნენ

1316530
დღეს 2 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

 

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროი მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში  დღეს 2 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ამათგან ერთი სირიის ჩრდილოეთში, “მშვიდობის წყაროს“ ოპერაციის მიმდინარეობის დროს, როცა ქურთმა ტერორისტებმა ნაღმის ჭურვები დაუშინეს ჯარისკაცებს და ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხდა. მეორე ჯარისკაცი კი, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული “კლანჭი-3“ ოპერაციის დროს, ქურთ სეპარატისტებთან წარმოქმნილი შეტაკების შედეგად  დაიღუპა. ამავე განცხადებაში თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს



მსგავსი ინფორმაციები