ჩავუშოღლუმ გაამართლა რუსული რაკეტების შესყიდვა

“თურქეთი აუცილებლად საჭიროებს საჰაერო თავდაცვის სისტემას“

1315367
ჩავუშოღლუმ გაამართლა რუსული რაკეტების შესყიდვა

 

ანტალიაში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთისგან  S-400 სისტემის შესყიდვის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ  თურქეთი ისეთ გეოსტრატეგიულ რეგიონში მდებარეობს, მას აუცილებლად სჭირდება ასეთი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ”აშშ-მა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსული ანტისარაკეტო სისტემის ყიდვას, სამწუხაროდ ჩვენი საზღვრებიდან გაიყვანა თავისი პატრიოტები. იგივე გზას დაადგნენ გერმანია და ჰოლანდია. ახლახანს იტალიამ განაცხადა, რომ თურქეთიდან გაიყვანს SAMP-T-ტიპის რაკეტებს და ერთადერთი ესპანეთი არ აპირებს თურქეთიდან რაკატების გაყვანას, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ სწორედ თურქეთი და ესპანეთი იჩენენ ერთნაირ ძალისხმევას, რათა გაეროს ფარგლებში, ცივილიზაციების ალიანსმა გააგრძელოს მუშაობა



მსგავსი ინფორმაციები