ქალინი: "მაკრონი ისევ აგრძელებს ჭიქების მსხვრევას"

ქალინი: "მაკრონი ისევ აგრძელებს ჭიქების მსხვრევას"

1314624
ქალინი: "მაკრონი ისევ აგრძელებს ჭიქების მსხვრევას"

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა Twitter-ით მწვავე შეფასება მისცა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად პარიზში გამართულ პრესკონფერეციაზე წარმოთქმულ სიტყვებს სადაც აღნიშნა, რომ „სეპარატისტული ტერორგანიზაცია YPG/PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მწარმოებელ თურქეთს NATO-ს მოკავშირეებისგან სოლიდარობას არ უნდა ელოდეს.“

ქალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაკრონი ერთადერთი ლიდერია, რომელმაც ვეტო დაადო ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყებას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ბრიუსელის ყველა მოთხოვნა შეასრულა ქვეყნისათვის სახელის შეცვლის ჩათვლით.

ქალინმა Twitter-ით გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მაკრონის მიმართ წარმოთქმული სიტყვებიც გაიხსენა, რომელშიც ნათქვამია "მე მესმის თქვენი დესტრუქციული პოლიტიკის სურვილი. მაგრამ დავიღალე ნამსხვრევების შეერთებით. იმისათვის, რომ დავსხდეთ და ერთად ჩაის დალევა შევძლოთ, თქვენს მიერ დამსხვრეული ჭიქები იძულებული ვარ მუდმივად შევაწებო.“  

მაკრონის სიტყვებზე რომ თურქეთი NATO-ს მოკავშირეებისგან სოლიდარობას არ უნდა ელოდეს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა: „მაკრონი ერთმანეთის მიყოლებით ჭიქებს ამსხვრევს და ისევ ჩაი უნდა.“

მაკრონმა სტოლტენბერგთან ერთად პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, თურქეთის ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შესახებ თქვა: „მე კარგად ვიცი ჩვენი მოკავშირე თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოების საკითხზე. ბევრჯერ გახდა ტერაქტის მსხვერპლი. ამასთან, DEAŞ-ის საწინააღმდეგო კოალიციისთვის საფრთხის შემქმნელი სამხედრო ოპერაციის ჩატარებასთან ერთად, ერთიანობასა და მხარდაჭერას არ უნდა ელოდეს.“    



მსგავსი ინფორმაციები