ერდოღანმა, რელიგიური საბჭოს დახურვის პროგრამაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა, რელიგიური საბჭოს დახურვის პროგრამაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1314243
ერდოღანმა, რელიგიური საბჭოს დახურვის პროგრამაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისლამის შესწავლა დასავლური წყაროებიდან კი არა,  მისი ნამდვილი წყაროებიდან შესწავლაა საჭირო. ერდოღანმა ამის შესახებ ანკარაში გამართულ, რელიგიური საბჭოს დახურვის პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მუსლიმი არ არის ვალდებული მოარგოს  რელიგია თავისი ცხოვრების პირობებს, მაგრამ, იგი ვალდებულია, მისი ცხოვრება  რწმენის კანონების მიხედვით  განსაზღვროს. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი რწმენის მიხედვით არ იცხოვრებს, დროთა განმავლობაში რელიგიას,  თავისი ცხოვრების მიხედვით ფორმირებას შეეცდება. ზოგიერთი წრეები და განსაკუთრებით დასავლეთში ბოლო პერიოდში,  შიიტური და სუნიტური მიმდევრობის თითქოს და განსხვავებული რელიგიაა, ისე ასახავს. ეს კი ჩვენთვის მიუღებელია. მოძღვრები, (მოლები) რომლებიც თავიანთ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებენ, მათი  ადგილის შევსებას  დროთა განმავლობაში ყალბი მოძღვრები შეეცდებიან,  როგორიცაა, პენსილვანიაში მცხოვრები შარლატანი,  FETÖ-ს ლიდერი,   ან კიდევ დაეში-ს ლიდერი“, განაცხადა ერდოღანმა.  მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ მათი სურვილია, სტამბოლი,  ისლამის მეცნიერების ცენტრად გადააქციონ და ამ თვალსაზრისით ისლამის უნივერსიტეტი ჩამოაყალიბონ.



მსგავსი ინფორმაციები