რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ერდოღანი ლონდონში გასამართ ნატო-ს მორიგ სამიტზე?

რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ერდოღანი ლონდონში გასამართ ნატო-ს მორიგ სამიტზე?

1313586
რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ერდოღანი ლონდონში გასამართ ნატო-ს მორიგ სამიტზე?

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გასამართ მორიგ ნატო-ს სამიტზე, რომელიც 3-4 დეკემბერს უნდა გაიმართოს, მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს. იბრაჰიმ ქალინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ნატო-ს სამიტის, სირიაში მიმდინარე მოვლენების და ევროკავშირთან ურთიერთობის, კვიპროსში, ლიბიაში  მიმდინარე მოვლენების და სხვა საერთაშორისოს საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელობანი განცხადებები გააკეთა. „პრეზიდენტი ერდოღანი ლონდონში ნატო-ს სამიტზე მნიშვნელოვან მესიჯებს გაავრცელებს. განსაკუთრებით კი 21-ე საუკუნეში ნატო-ს პოზიციაზე,  ხედვასა და  პასუხისმგებლობაზე. რაც შეეხება სირიაში უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბების საკითხს, ევროკავშირი ახლოდან აკვირდება მოვლენებს. ოპერაცია ‘მშვიდობის წყარო’-ს შემდეგ ზოგიერთი დასავლური ქვეყნებიდან დადებითი შეფასებები მივიღეთ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით. ანალოგიურის გაკეთებას ვაპირებთ მომავალშიც. სირიაში, კრიზისი პოლიტიკური გზით მოგვარების თვალსაზრისით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ახლოდან ვაკვირდებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩართული ვართ ბოლომდე.  ტერ-ორგანიზაციები   არ მშვიდდებიან. YPG-ს ტერორისტები  ელ-კამიშლიში,  ტელ-აბიადში,  რასულაინში და სხვა რეგიონებში როგორც ჩვენ სამხედროებზე ასევე სამოქალაქოებზე  თავდასხმებს აგრძელებენ.

რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს და კვიპროსის საკითხს, სრულუფლებიანი წევრობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. კვიპროსის საკითხი კი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ რეგიონში არსებული სიმდიდრეები ორივე მხარისათვის თანაბრად იქნება გადანაწილებული“, განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.



მსგავსი ინფორმაციები