გუშინ მორიგი ეროვნული უშიშროების საბჭო გაიმართა

ეროვნულ უშიშროების საბჭოზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული

1313169
გუშინ მორიგი ეროვნული უშიშროების საბჭო გაიმართა

გუშინ, თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით  შეიკრიბა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, მიზნის მიღწევამდის გაგრძელდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  FETÖ/PDY (ფეტულაჰის ტერ-ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა)  PKK-PYD/YPG-ს და DEAŞ-ის ჩათვლით ყველა ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ ბრძოლა უწყვეტლივ გაგრძელდება. „რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დასამკვიდრებლად დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“,  მიზნის მიღწევამდის გაგრძელდება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ  ოპერაციის ფარგლებში ყველა ზომები ტარდება იმისათვის, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაზარალდნენ“,  ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. გუშინდელ ეროვნულ უშიშროების საბჭოზე  ასევე,  კვიპროსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში  მიმდინარე მოვლენები,   1915 წლის ე.წ. სომხური პრეტენზიები და მის მიმართ   ზოგიერთი ქვეყნის დამოკიდებულებაზეც  იქნა  ყურადღება გამახვილებული რა, მტკიცედ აღინიშნა, რომ ეს ფაქტები არა პოლიტიკოსების არამედ ისტორიკოსების და შესაბამისი სპეციალისტების მიერ უნდა იქნეს გამოკვლეული. საწინააღმდეგო ვერსიებს კი თურქეთი არასოდეს მიიღებს.



მსგავსი ინფორმაციები