ერდოღანმა კვლავ გააკრიტიკა გაერო

“იგი ახლიდან უნდა იქნას რეორგანიზებული“

1313574
ერდოღანმა კვლავ გააკრიტიკა გაერო

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლის კონგრესის ცენტრში გამართულ İSEDAK-ის (ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთთანამშრომლობის მუდმივი კომისია) საბჭოს სხდომაზე და მკაცრად გააკრიტიკა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა და მისი უუნარობა. “გაეროს უს წევრებს შორის, ვგულისხმობ 5 მუდმივ წევრს, არც ერთი არ არის მუსლიმანური ქვეყანა. მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულების მიერ აშენებული ამ უსამართლო სისტემის გაგრძელება შეუძლებელია. გაერო, რომელსაც არ შეუძლია განკურნოს ტანჯვა, ვერ გადაჭრის კაცობრიობის პრობლემებს. საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურა რეორგანიზებული უნდა იყოს დღევანდელი პირობების შესაბამისად და იგი უნდა განისაზღვროს როგორც მსოფლიო მოსახლეობის სტრუქტურით, ასევე გეოგრაფიული და რელიგიური წყობის გათვალისწინებითაც”, განაცხადა ერდოღანმა. მანვე საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან, გუშინ, ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დახმარება მოითხოვა და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთიდან დაძრული ჰუმანიტარული დახმარების კოლონა დღეს საღამოს ჩააღწევს ალბანეთს



მსგავსი ინფორმაციები