DEAŞ-ის თვითმკვლელ ტერორისტებზე პასუხისმგებელი პირი სირიის ქალაქ აზეზში დაიჭირეს

DEAŞ-ის თვითმკვლელ ტერორისტებზე პასუხისმგებელი პირი სირიის ქალაქ აზეზში დაიჭირეს

1310964
DEAŞ-ის თვითმკვლელ ტერორისტებზე პასუხისმგებელი პირი სირიის ქალაქ აზეზში დაიჭირეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა, ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის თვითმკვლელ ტერორისტებზე პასუხისმგებელი პირი სირიის ქალაქ აზეზში დაიჭირეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაკავებული ტერორისტია იუსუფ ჰუბა კოდური სახელით ელ ნასერ უბეიდე.

სოილუმ ოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსუფ ჰუბა არის ტერორისტი, რომელიც მთელ მსოფლიოში ინტერნეტით თვითმკვლელ ტერორისტებს წვრთნებს უტარებს.

„იუსუფ ჰუბა, კოდური სახელწოდებით აბუ ჯიჰად ელ-დინ ნასერ უბეიდე, ტერორისტული ორგანიზაციის DEAŞ-ის ლიდერი, რომელიც დააკავეს აზეზში, ტერორგანიზაციის გავლენიანი სახელია. მან იცის ბომბების დამზადება და ასწავლის ბომბების დამზადებას. ამ პიროვნებამ რუსეთში 2018 წელში, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში სავაჭრო ცენტრში თავდასხმა დაგეგმა, მთელს მსოფლიოში ის ასწავლის ტერორისტულ ორგანიზაციას DEAŞ-ის წევრებს ბომბებით სატრანსპორტო საშუალებების დანაღმვას, თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებას და მომწამვლელი საშუალებით მკვლელობას.“

მინისტრი სოილუს განცხადებით, ტერორისტის დაკითხვა სირიაში გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #DEAŞ , #ტერორგანიზაცია

მსგავსი ინფორმაციები