ერდოღანმა და ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ერდოღანმა და ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

1306208
ერდოღანმა და ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიზიტით ჩასულ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერდოღანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში 29 ოქტომბრის (ე.წ. გენოციდის აღიარება), გადაწყვეტილებამ თურქ ერს გული ატკინა და დაამატა: “თურქეთი თავაწეულია, პირნათელია და სრულად თვითდაჯერებულია. ჩვენი წინადადება სომხური მხარისადმი, რომ ეს საკითხი ისტორიულმა ერთობლივმა კომისიამ შეისწავლოს, ჯერ კიდევ ძალაშია.“

პრეზიდენტის თქმით, მოვლენების თაობაზე, რომლებიც 104 წლის წინ მოხდა ომის პირობებში (ე.წ. გენოციდი) გადაწყვეტილების მიმღებნი არა პოლიტიკოსები, არამედ ისტორიკოსები უნდა იყვნენ.

მან აღნიშნა, სირიაში კრიზისის საბოლოო გადაწყვეტისათვის აშშ-სთან შეთანხმების შესრულებას აგრძელებენ და დასძინა: „ამ საკითხში აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი თურქეთია.“

ერდოღანმა განაცხადა, რომ ტრანპთან ერთად მათ ორმხრივად გამოხატეს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის სურვილი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის შეერთებულ შტატებში არსებობის დასრულების შესახებ.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თუ ხელსაყრელი შეთავაზება მოხდება, შესაძლებელია ამერიკის შეერთებული შტატებისგან „პატრიოტები“ შეიძინონ.

მან ასევე თქვა, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ღრმა ალიანსური კავშირების შესაბამისად გადაშალონ ახალი ფურცელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში.

აშშ-ს ლიდერმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიზიტის გამო ერდოღანს, დასძინა, რომ ერთად სირიის საკითხის, თურქეთის მიერ რუსეთისგან შესყიდული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის S-400-ების, სავაჭრო მოცულობის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდის თაოსნობით ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და "ნაყოფიერი და შესანიშნავი შეხვედრა " გამართეს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ინტენსიურად მუშაობენ F 35-ის პრობლემის გადასაჭრელად და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს DEAŞ-თან ბრძოლაში თანამშრომლობისთვის.

დონალდ ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ორი ქვეყნის მოკავშირეობა NATO-სა და ახლო აღმოსავლეთისთვის მნიშვნელოვანი ძალაა.



მსგავსი ინფორმაციები