ამერიკის სენატმა ე.წ. სომხური გენოციდის რეზოლუციის კენჭისყრა დაბლოკა
ამერიკის სენატმა ე.წ. სომხური გენოციდის რეზოლუციის კენჭისყრა დაბლოკა
ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა დაბლოკა რეზოლუციის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა, რომელიც ითვალისწინებდა 1915 წლის მოვლენების ე.წ. სომხურ „გენოციდად“ აღიარებას. აღნიშნულის რეზოლუცია სენატში დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა წარადგინა მაგრამ, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა მხარი არ დაუჭირა და რეზოლუციის კენჭისყრა დაბლოკა. გრეჰემმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადების დროს აღნიშნა: „მე იმედს გამოვთქვამ, რომ თურქეთი და სომხეთი შეხვედრას გამართავენ და საკითხს (1915 წლის მოვლენებს) მოლაპარაკებების გზით მოაგვარებენ. სენატორების მოვალეობა ისტორიის დაწერა არ გახლავთ რა, მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ მოვლენები სხვაგვარად ასახონ. ჩემს მიერ აღნიშნული საკითხის შესახებ დამოკიდებულება, წარსულში მომხდარი მოვლენების განხილვა არ გახლავთ, არამედ, თურქეთ-ამერიკის სამომავლო ურთიერთობების მიხედვით ვიმოქმედე“. ლინდსი გრეჰემმა ე.წ. სომხური მოვლენების შესახებ სენატში მიღებული გადაწყვეტილება, თეთრ სახლში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთანის ზოგიერთ რესპუბლიკელ სენატორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ, რომ რეზოლუცია, რომელიც სენატში შეაქვთ, ერთი რომელიმე სენატის მხარდაუჭერლობის შემთხვევაში იბლოკება.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა
ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა