თურქეთი დაეში-ს ტერორისტების  რეპატრიაციას აგრძელებს

თურქეთი დაეში-ს ტერორისტების  რეპატრიაციას აგრძელებს

1304612
თურქეთი დაეში-ს ტერორისტების  რეპატრიაციას აგრძელებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კრისტოფერ ბურგერმა დედაქალაქ ბერლინში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას თურქეთი, გერმანიაში ტერ-ორგანიზაცია დაეში-ს წევრი 10 გერმანელის  რეპატრიაციას განახორციელებს. „თურქეთი მიიმდინარე კვირას ჩვენს ქვეყანაში  10 გერმანელის რეპატრიაციას განახორციელებს. მათ შორის 3 მამაკაცი, 5 ქალი და 2 ბავშვია,“ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მისივე თქმით,   გერმანიის საგარეო მისიების წარმომადგენლებმა დაამტკიცეს, რომ ისინი გერმანიის მოქალაქეები არიან, რომლებსაც ბრალად ტერ-ორგანიზაცია,  დაეში-ს წევრობა ედებათ ბრალად. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ  თურქეთის საპყრობილეებში მყოფი ტერ-ორგანიზაცია,  დაეში-ს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტერორისტების  რეპატრიაციას მიმდინარე კვირიდან დაიწყებდნენ.



მსგავსი ინფორმაციები