ერდოღანმა ამერიკაში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა ამერიკაში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1304854
ერდოღანმა ამერიკაში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების წინ, ანკარის ესენბოღას აეროპორტში ვიზიტთან და დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს საკითხი იქნება. „პენსილვანიაში მყოფი ტერ-ორგანიზაცია, FETÖ-ს ლიდერის ჩვენს ქვეყანაში ექსტრადაციის საკითხთან დაკავშირებით დღემდე მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ყველა ვინც 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა, მათ გასასამართლებლად  მტკიცე ნაბიჯების გადადგმას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და  აშშ-ს შორის  გარკვეულ საკითხებში პრობლემები არსებობს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩემს შორის,  არსებული პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარების თაობაზე თანხმობა არსებობს. ვიზიტის ფარგლებში ასევე მთავარი განსახილველი თემა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი იქნება. ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები არსებობს. სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია,  YPG/PKK-ს წევრ ტერორისტ ფერჰათ აბდი შაჰინთან ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებების გამართვა, მიუღებელია. ამ ვიზიტის ფარგლებში გვსურს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ორ ქვეყანას შორის ახალი ‘ფურცელი’ გადაიშალოს,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს, სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონიდან, რომელიც  რუსეთთან და აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შეიქმნა, სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაცია YPG/PKK-ს ტერორისტების გაყვანის პირობის  შეუსრულებლობაზე კიდევ ერთხელ  გაამახვილა ყურადღება და დაამატა: „ამ საკითხებს ტრამპთან პირისპირ შეხვედრის დროს და დაბრუნების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრის დროს განვიხილავ. რაც შეეხება ევროკავშირის, თურქეთის მხრიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში წარმოებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დამოკიდებულებას ანკარა, კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით მათ  მუქარას არ მიიღებს. ჩვენ დასახული მიზნით წინსვლას ყოველთვის გავაგრძელებთ. ასევე იმაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაკავებული დაეში-ს ტერორისტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან, მათი რეპატრიაცია დავიწყეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. პრეზიდენტმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ სირიაში უსაფრთხო ზონის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან და აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოქმედების გაგრძელება სურთ.



მსგავსი ინფორმაციები