პრეზიდენტი 11 მილიონი ხის დარგვისათვის მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი 11 მილიონი ხის დარგვისათვის მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

1303901
პრეზიდენტი 11 მილიონი ხის დარგვისათვის მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „მწვანე თურქეთისთვის“ 81 პროვინციაში 11 მილიონის ნერგი ხის დასარგავად მოქალაქეების მხარდაჭერას ელოდებიან.

ერდოღანმა Twitter-ით ჰეშთეგ #11milyonfidan -თან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტყეების გაშენების ეროვნულ დღედ გამოცხადებულ 11 ნოემბერს 81 პროვინციაში 2023 წერტილში 11 მილიონი ხის ნერგი დაირგვება.  

„ყველა მოქალაქისგან ძლიერ მხარდაჭერას ველით, რათა მოსახლეობაში ხეების და ტყის სიყვარული გავრცელდეს და ჩვენ შვილებს მემკვიდრეობად უფრო მეტად  მწვანე თურქეთი დავუტოვოთ“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები