ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია „Kıran-5“ დაიწყო

ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია „Kıran-5“ დაიწყო

ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია „Kıran-5“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიარბაქირში ბინგოლსა და მუშის პერიფერიებში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია „Kıran-5“ დაიწყო.

სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დიარბაქირი-მუში-ბინგოლის შიდა ხაზზე მდებარე შენიაილას რეგიონში დაწყებული ოპერაცია, დიარბაქირისა და თუნჯელის ჟანდარმერიის რეგიონალური სარდლობის მიერ, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ზამთრის ბაზირებისათვის ხელის შეშლის და რეგიონში თავშეფარებული ტერორისტების გასანეიტრალებლად ტარდება.

ოპერაციაში დიარბაქირის, ბინგოლის და მუშის პროვინციების ჟანდარმერიის სარდლობების ჟანდარმერიის კომანდოები, ჟანდარმერიის სპეცდანიშნულების ძალები, პოლიციის სპეცდანიშნულების ძალები და უსაფრთხოების დამცველთაგან შემდგარი 2625 პერსონალი 179 ოპერაციული ჯგუფი იღებს მონაწილეობას.   


საკვანძო სიტყვები: ანტიტერორისტული ოპერაციები

მსგავსი ინფორმაციები