პრეზიდენტმა ერდოღანმა უნგრეთში პრემიერ ორბანთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა უნგრეთში პრემიერ ორბანთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა უნგრეთში პრემიერ ორბანთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით ჩასულ უნგრეთში პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უნგრეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა ძალიან ძვირფასია და დაამატა: „მართლაც, ბატონი პრემიერის მიერ ამ საკითხში გაწეული მხარდაჭერის ყოველთვის მადლობელი ვარი, ეს მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო. ევროკავშირის მიერ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაჭერილი პოზიცია უდავოა რომ შორსაა კონსტრუქციულობისგან. რამდენიმე წევრი ქვეყნის ორმხრივმა საკითხებმა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არ უნდა დაატყვევოს. კავშირი ამ პოზიციით სინამდვილეში საკუთარ ინტერესებს აყენებს ზიანს. სათანადოდ უნდა იქნას გაგებული ის ფასი, რასაც თურქეთის სრული გაწევრიანება შეჰმატებს კავშირს.“

ერდოღანის თქმით, სამწუხაროა ზოგიერთი სტრატეგიული პარტნიორის მიერ ტერორგანიზაციის ლიდერებთან შეხვედრების და სოლიდარობის აღმოჩენა და დაამატა: „არ შეიძლება არსებობდეს კარგი ტერორის და ტერორისტის, „ჩემი ან შენის“ გაგება. თუ უნდა ვიბრძოლოთ მტკიცედ უნდა ვიბრძოლოთ.“

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიშეგრადის ოთხეულთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი და პრემიერ ორბანს (თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში) ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.

 



მსგავსი ინფორმაციები