პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა ბაღდადის მეუღლე დააკავა

პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა ბაღდადის მეუღლე დააკავა

1301491
პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა ბაღდადის მეუღლე დააკავა

დედაქალაქ ანკარაში მდებარე ბეშთეფეს კონგრესის და კულტურის ცენტრში ანკარის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის გახსნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა აშშ-ს მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს ბაღდადის მკვლელობაზეც უსაუბრა და დასძინა: „ჩვენ მისი მეუღლე დავაკავეთ მაგრამ ხმაური არ აგვიტეხავს, დღეს ამას პირველად ვამბობ. ჩვენ ამ წერტილში მუშაობას მტკიცე ფორმით გავაგრძელებთ.“

პრეზიდენტის განცხადებით ტერორისტი არის ადამიანი, რომელიც თავისი გაუკუღმართებული მიზნებისთვის უდანაშაულო ადამიანების სისხლს ღვრის და მ კუთხით მუსლიმი ტერორისტი ვერ იქნება და აღნიშნა: „დასავლეთმა, რომელიც მოურიდებლად, დაუღლელად იყენებს გამოთქმას „ისლამური ტერორი“ ჯერ თავად ჩაიხედოს სარკეში. თუ ტერორისტებს ეძებთ ისინი თქვენთან არიან. ისლამის სახელის გამოყენებით ტერორისტული საქმიანობის მქონე ყველა კარგად გადაფხიკეთ, ქვემოდან ისლამის მტრები გამოჩნდებიან. (ფეტულაჰის ტერორგანიზაცია) FETÖ თუ გინდათ ნახოთ სინამდვილეში რა არის, ნახეთ მისი ლიდერები სად, ვისი მფარველობის ქვეშ ცხოვრობენ.“


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები