ფუათ ოქტაიმ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის  ტერორიზმის შესახებ ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

ფუათ ოქტაიმ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის  ტერორიზმის შესახებ ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

1300477
ფუათ ოქტაიმ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის  ტერორიზმის შესახებ ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა  ფუათ ოქტაიმ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის,  2018 წლის  ტერორიზმის შესახებ მომზადებული ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა. ფუათ ოქტაიმ  ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK)  მიერ გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას,  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის  ტერორიზმის შესახებ მომზადებული  ანგარიში შეაფასა და დასძინა: „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან  ტერორიზმის შესახებ მომზადებული  ანგარიში, გუშინ კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგაც განვაცხადეთ, რომ მასში ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს და სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია,  PKK-ს სირიის განშტოება YPG-ს შესახებ არანაირი ანალიზი არ არის გაკეთებული. ეს ყველაფერი კი ჩვენ, ამ ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ დაგვაყოვნებს. ყოველთვის როცა ჩვენ ფეხზე წამოდგომას  და განვითარებას ვიწყებთ,  ტერ-ორგანიზაციების ჩვენს წინაშე ახალ გალაშქრებას იწყებენ. ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ. თურქეთი წინსვლას და განვითარებას მაინც გააგრძელებს.“ ვიცე-პრეზიდენტმა  ბოლოს,  უმაღლესი განათლების წარმომადგენლებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერაც მოითხოვა.



მსგავსი ინფორმაციები