ერდოღანი: „ტერორისტებს სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ“

ერდოღანი: „ტერორისტებს სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ“

1300675
ერდოღანი: „ტერორისტებს სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონა, რომელიც  რუსეთთან და აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შეიქმნა, სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაცია YPG/PKK-ს ტერორისტებს  სრულად არ დაუტოვებიათ. მან ამის შესახებ, პარლამენტში, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თურქეთის, ტერ-ორგანიზაციების მეშვეობით ალყაში მოქცევას ცდილობენ. მათდამი ჩვენი პასუხი კი ის იქნება, რომ ტერორისტები საკუთარ ბუდეში გავანადგუროთ. დასავლეთის ქვეყნები ადრე ტერ-ორგანიზაცია, ასალას მიერ ჩადენილ ქმედებების მიმართ დუმდა. ანალოგიურს აკეთებს თურქეთის მიმართ სხვა ტერ-ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ თავდასხმების დროს,“ აღნიშნა ერდოღანმა. მან,  2016 წლის 15  ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ტერ-ორგანიზაცია, FETÖ-ს შესახებაც ისაუბრა და დაამატა: „1999 წელში ამერიკაში ჩასული და თავშეფარებული ტერ-ორგანიზაცია, FETÖ-ს ლიდერი მას შემდეგ ამ ქვეყანას აფარებს თავს. მიუხედავად მრავალი მტკიცებულებების წარდგენისა, ამერიკა მის ექსტრადაციას არ ახდენს. ამერიკისათვის ტერ-ორგანიზაცია, დაეში-ს ლიდერი რაოდენ მნიშვნელოვანიც გახლდათ, ანალოგიურია ჩვენთვის FETÖ-ს ლიდერი.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა პარტიის   კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და  აღნიშნა, რომ ამერიკაში ვიზიტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპმთან გასამართი სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღებს.



მსგავსი ინფორმაციები