თურქეთი ამერიკას მკაცრად აკრიტიკებს

თურქეთი ამერიკას მკაცრად აკრიტიკებს

1299459
თურქეთი ამერიკას მკაცრად აკრიტიკებს

თურქეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის  2018 წლის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში,  „ამერიკის  ხელისუფლების შეუთავსებელი დამოკიდებულებების დაფარვის მცდელობად“ შეაფასა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ  აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ანგარიშში, რომელშიც აშშ-ს მხრიდან 2015-2018 წლებში „უცხოურ ტერ-ორგანიზაციად“ აღიარებული PKK, რომელმაც  თურქეთში ათასზე მეტი სამოქალაქო, პოლიციელი  და ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, მისი განშტოება   YPG-ს სახელწოდებით მოხსენიება და არა როგორც PKK-ს სირიული ფრთა, იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის  ხელისუფლების შეუთავსებელი დამოკიდებულებების დაფარვის მცდელობაა. რაც შეეხება თურქეთის მტერი  FETÖ-ს ლიდერის „გადასახლებაში მყოფი რელიგიური პირი“-ს სახელით მოხსენიება, 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის უგულებელყოფა ან კიდევ მხარდაჭერაა. 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს 251 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა, რომლის უკანაც  FETÖ  გახლავთ და ამჟამად მისი ლიდერი ამერიკას აფარებს თავს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ტერ-ორგანიზაცია FETÖ არა მხოლოდ თურქეთის არამედ მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.“


საკვანძო სიტყვები: #კრიტიკა , #ამერიკა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები