პრეზიდენტის სადღესასწაულო პროგრამა
პრეზიდენტის სადღესასწაულო პროგრამა
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით სახელმწიფოს მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით ანითქაბირს (ათათურქის მავზოლეუმი) ესტუმრნენ.
ერდოღანმა ჩანაწერი გააკეთა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში, რომელშიც ნათქვამია: „ძვირფასო ათათურქო, დღეს ჩვენი ერი დიდი სიხარულით რესპუბლიკის დაარსების 96-ე წლისთავს ზეიმობს. ამ საამაყო დღეს თქვენ და განმანთავისუფლებელი ბრძოლის ყველა გმირს ჩვენი სამშობლოსთვის თავგანწირულ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივისცემით მოვიგონებთ და ვეტერანებს მადლობას მოვახსენებთ. ეხლა, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობისა და მომავლის მიმართ თავდასხმები გაიზარდა, განმანთავისუფლებელი ბრძოლის გამარჯვების სულისკვეთებით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ბრძოლას მტკიცედ განვაგრძობთ. 9 ოქტომბერს დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-თი რომლითაც მოკლე დროში სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ, სირიის გასწვრივ ჩვენს საზღვრებზე ტერორის დერეფნის შექმნის მცდელობა გავანადგურეთ, რითაც ჩვენი სიმტკიცე მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ.“
ერდოღანი მილოცვებს პრეზიდენტის კომპლექსში იღებს და ბეშთეფეს კონგრესისა და კულტურის ცენტრში რესპუბლიკის დღესასწაულთან დაკავშირებულ მიღებას უმასპინძლებს.
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის წინ ბენდის კონცერტის შემდეგ მეჯლისის ულუსზე მდებარე პარლამენტის პირველი შენობის მიმართულებით რესპუბლიკის დღესასწაულის კორტეჟის მსვლელობა მოეწყობა.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა