პრეზიდენტი 29 ოქტომბრის მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი 29 ოქტომბრის მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

1296678
პრეზიდენტი 29 ოქტომბრის მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბეშტეფეს კონგრესისა და კულტურის ცენტრში 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.

 ერდოღანი სირიის ჩრდილოეთში ანტიტერორისტულ ბრძოლას შეეხო და აღნიშნა "თურქეთმა აჩვენა რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას და ისტორიულ პასუხისმგებლობას თანხმობის აღების გარეშე საკუთარი შესაძლებლობებით შეუძლია ის გააკეთოს რაც სურს." 

მისივე თქმით, ერის მტკიცე პოზიციის წყალობით ტერორგანიზაციებმა უზარმაზარი მხარდაჭერის მიუხედავად წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ერდოღანი ასევე შეეხო რუსეთთან მიღწეულ შეთანხმებას და უსაფრთხო ზონასთან დაკავშირებით განაცხადა: "რუსეთმა ტერორგანიზაციების აქედან მთლიანად გაყვანის თაობაზე ინფორმაცია სათანადო ორგანოებს მიაწოდა. ერთის მხრივ აშშ-სთან მეორეს მხრივ რუსეთთან 120 და 150 საათიანი შეთანხმება ამოიწურა. ხვალ შეხვედრები გვაქვს."    


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები