1923 წლის 29 ოქტომბერს შექმნილი თურქეთის რესპუბლიკა 96 წლისაა

1923 წლის 29 ოქტომბერს შექმნილი თურქეთის რესპუბლიკა 96 წლისაა

1296418
1923 წლის 29 ოქტომბერს შექმნილი თურქეთის რესპუბლიკა 96 წლისაა

1923 წლის 29 ოქტომბერს შექმნილი თურქეთის რესპუბლიკა 96 წლისაა.

რესპუბლიკის დაარსების დღეს ისევე როგორც ყოველ წელს, წელსაც ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთულ წარმომადგენლობებში დიდი ზეიმით აღნიშნავენ.

მერსინის ოპერისა და ბალეტის სახელწმიფო თეატრმა რესპუბლიკის დღესასწაულის ღონისძიებების ფარგლებში კონცერტი გამართა.

კონცერტზე თურქეთის რესპუბლიკის შექმნის ისტორიაში დიდი როლის შემსრულებელი ჩანაქქალეს, საქარიისა და დიდი შეტევის ომები სიმფონიურ ორკესტრის თანხლებით ხელოვნებს მოყვარულებს წარმოუდგინეს.

ქარაბუქში 29 ოქტომბრის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქებმა მერიის ბენდთან ერთად გიგანტური ზომის თურქეთის დროშითა და ხელში ჩირაღდნებით ქალაქის მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს.  

ზეიმი იყო ესქიშეჰირშიც. მდინარე პორსუკზე ჩირაღდნიანი ნავების მსვლელობა და ფოიერვერკი მოეწყო.

ქალაქ რიზეს აჰმედ მესუთ ილმაზის სახელობის პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა დღესასწაული გუდასტვირის და ხორუმის თანხლებით აღნიშნეს.

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 96-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები