ჩავუშოღლუმ გერმანელი კოლეგის კრიტიკას უპასუხა

ჩავუშოღლუმ გერმანელი კოლეგის კრიტიკას უპასუხა

1294780
ჩავუშოღლუმ გერმანელი კოლეგის კრიტიკას უპასუხა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გერმანელი კოლეგის ჰაიკო მაასის მიერ შაბათს თურქეთში განსახორციელებელ ვიზიტამდე Twitter-ით გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

 „ძვირფასო ჰაიკო მაას, მოხარული ვარ, რომ თურქეთს ეწვევით. ჩვენი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა. მაგრამ თითის ქნევით არა. მან, ვინც შეეცდება თურქეთს ჭკუა ასწავლოს, უნდა იცოდეს რომ სათანადო პასუხს მიიღებს.“-ნათქვამია ჩავუშოღლუს განცხადებაში.

მაასმა Twitter-ით ანიშნა, რომ შაბათს თურქეთს ეწვევა და მის მიმართ სხვადასხვა კრიტიკა გამოთქვა.  



მსგავსი ინფორმაციები