ერდოღან-პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია სოჭში

ერდოღან-პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია სოჭში

1292764
ერდოღან-პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია სოჭში

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე 10 კმ. სიღრმეში,  თურქი და რუსი სამხედროები ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ. მან ამის შესახებ სამუშაო ვიზიტით, რუსეთის ქალაქ სოჭში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული 6 საათიანი პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „ერთ დროს ტერორით ხსენებულ სირიაში,  თურქეთის მიერ გაწეული ძალისხმევით  მშვიდობამ დაისადგურა. თითქმის ოთხ მილიონამდე სირიელი და მათ შორის 350 ათასი ქურთი უკვე 8,5 წელია ჩვენს ქვეყანას აფარებენ თავს. დროა ამ ხალხმა საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნდნენ. პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს საკითხი დეტალურად განვიხილეთ, რომლის მიხედვითაც  სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა, PYD-მ თურქეთ-სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრი სიღრმე 23 ოქტომბრის დილის 12:00 საათიდან  150 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ რა, ამის შემდეგ  თურქი და რუსი სამხედროები, თურქეთ-სირიის საზღვარზე 10 კმ. სიღრმეში ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ.“

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს პუტინმა განაცხადა: „ჩვენ კარგად გვესმის თურქეთის ეროვნული საზღვრების მიმართ უსაფრთხოების შეშფოთება.“

ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 10 პუნქტიანი ხელშეკრულების ტექსტი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, სირიაში თელ-აბიადსა და რას ალ-აინში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს    სტატუსის შენარჩუნებაზე იქნა შეთანხმებას მიღწეული. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ 9 ოქტომბერს სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“,  აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, გასული კვირის ხუთშაბათ დღეს დროებით შეჩერდა.



მსგავსი ინფორმაციები