რა შემთხვევაში დაასრულებს თურქეთი ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს?
ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, სირიაში წარმოებულ ოპერაცია, „მშვიდობის წყარო“-ს იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ იქ მყოფი ყველა ტერ-ორგანიზაცია იარაღს ჩააბარებს და ანკარის იერ გათვლილ რეგიონებში უსაფრთხო ზონა შეიქმნება. მან ამის შესახებ პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სირიაში არსებული 8 წლიანი პრობლემა, ჩრდილოეთ აფრიკის და ახალო აღმოსავლეთის ახალი გეოგრაფიული „დიზაინისთვის“ გრძელდება. „ის ქვეყნები, რომლებიც დაეშ-ს უჭერდნენ მხარს, დღეს ჩვენს წინაშე მათ მტრებად მოიხსენებიან. მათი პრობლემა დაეში ან კიდევ პკკ არ არის, არამედ, ჩვენს რეგიონში მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაა. თურქეთს, წარსულზე დანებების უფლება არ აქვს. ჩვენი ბრძოლა, მხოლოდ და მხოლოდ ერის თანადგომით გრძელდება. ჩვენი პრინციპი კი ‘ან დამოუკიდებლობა, ან სიკვდილი’ გახლავთ,“ აღნიშნა ერდოღანმა. მან, პარლამენტში ფრაქციის წევრებთან სიტყვით გამოსვლის დროის ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებაც ისაუბრა და დაამატა: „ამჟამად ჩვენს ქვეყანას თავშეფარებული მიგრანტების უმრავლესობა არაბები გახლავთ. ო არაბულო ლიგავ ნეტა, თქვენ რამდენი სირიელი ლტოლვილი მიიღეთ? ან კიდევ რა სახის დახმარება გაუწიეთ სირიას? ახლა კი ჩვენს მიერ განხორციელებულ ოპერაციას აკრიტიკებთ. თურქეთს მისი ისტორიის მანძილზე სამოქალაქოების მიმართ მკვლელობა არცერთ პერიოდში არ განუხორციელებია. ჩვენ ამის უფლებას, არც რწმენა არც კულტურა და არც ნამუსი არ გვაძლევს. რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, არ ვისურვებდი, რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ერთ დღეს ისინიც ისეთ პერიოდში აღმოჩნდებიან, როგორც ჩვენ ახლა ვართ. დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენს მდგომარეობას მაშინ კარგად გაიგებენ. სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს დღესვე დავასრულებთ, ოღონდ ერთი პირობით, იქ მყოფმა ყველა ტერ-ორგანიზაციამ იარაღი უნდა ჩააბაროს და ჩვენს მიერ მითითებულ რეგიონებში უსაფრთხო ზონა ჩამოყალიბდეს.“