იბრაჰიმ ქალინმა BBC-სთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იბრაჰიმ ქალინმა BBC-სთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1289227
იბრაჰიმ ქალინმა BBC-სთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთში ჩამოსაყალიბებელი უსაფრთხო ზონა ტერ-ორგანიზაცია,  დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლას არანაირად არ დააზარალებს. ქალინმა ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს მთავარი მიზანი რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის ჩამოყალიბებაა. „ჩვენ, ჯერაბლუსში ტერ-ორგანიზაცია,  დაეში-ს წინააღმდეგ ვიბრძოლეთ. 5000-ზე მეტი პირის დავაკავეთ. 8000-ზე მეტის ექსტრადაცია და დეპორტაცია განვახორციელეთ. ჯერაბლუსში ასევე 3000-ზე მეტის განეიტრალება მოვახერხეთ. ასევე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაეში ამ რეგიონში უკან ვეღარ  დაბრუნდეს, მათ შორის ერაყში, სირიაში და სხვაგან. ამ ყველაფერს კი როგორც აფრინში, ჯერაბლუსში და იდლიბში გავაკეთეთ, ანალოგიურად მოვიქცევით სხვა რეგიონებშიც. რაც შეეხება სირიელი მიგრანტების საკითხს, როგორც ჩვენ,  სხვა ქვეყნებმაც უფრო მეტი უნდა გააკეთონ რათა, მათ,  საკუთარ სახლ-კარში დაბრუნება შესძლონ. ჩვენ, დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლას სამომავლოდაც გავაგრძელებთ და არანაირად არ შეწყდება ეს პროცესი, რადგან, დაეში ყველას საერთო მტერია. ასე, რომ თურქეთის მიერ ამჟამად სირიაში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციები, დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლას არანაირად არ უქმნის საფრთხეს რა, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს,“ განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა BBC-სთან ინტერვიუს დროს.


საკვანძო სიტყვები: #განცხადებები , #BBC , #იბრაჰიმ ქალინი

მსგავსი ინფორმაციები