ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1288794
ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რომელიმე ტერ-ორგანიზაციასთან ზავის საკითხში მოლაპარაკებებს არ გამართავს. მან ამის შესახებ, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ  სამშობლოში დაბრუნების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ,  სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში წარმოებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს ფარგლებში ყოველგვარი ზომები ტარდება იმისათვის რათა,  სამოქალაქოები არ დაზარალდნენ. „ოპერაციას, ჩვენს წინაშე მყოფ ტერორისტების წინააღმდეგ ვახორციელებთ და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე. ოპერაცია „მშვიდობის წყაროს მიზანი ნათელია; ჩვენი ქვეყნის საზღვრები ნებისმიერი სახის ტერ-ორგანიზაციისგან გაწმენდილ იქნას და მიგრანტებისათვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აფარებენ თავს, უსაფრთხო ზონა იქნას შექმნილი რათა საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება შესძლონ. ოპერაცია, მიზნის მიღწევამდის გაგრძელდება.  ბოლო დრომდე, აშშ-სთან თანამშრომლობის მწარმოებელი ტერ-ორგანიზაცია PKK/PYD/YPG ახლა სირიის რეჟიმთან თანამშრომლობის დაწყებას ცდილობს. ამ დროს კი დასავლეთის ქვეყნების მიმართ ასეთი კითხვა გვიჩნდება; თქვენი ნამდვილი მოკავშირე ვინ არის? თურქეთი თუ ტერ-ორგანიზაცია, PYD-YPG ან კიდევ DEAŞ? ციხეებიდან დაეში-ს ტერორისტები სწორედ რომ PYD-YPG-ს ტერორისტებმა გაათავისუფლეს, რატომაა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხმას არ იღებთ?“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა კითხვაზე: ტრამპს, სირიაში დაპატიმრებული დაეში-ს ტერორისტების თურქეთის ზედამხედველობის ქვეშ გადმოცემა სურს? ასეთი პასუხი გასცა: „დაეში-ს ტერორისტების საპყრობილეები მხოლო რაკაში არ არის. არამედ ჩრდილოეთ მხარეშიც არის. ამათ პასუხისმგებლობას ავიღებთ. ისინი სადაც ამჟამად იმყოფებიან, მას არ შეიძლება საპყრობილე ეწოდოს. უცხო ქვეყნის მებრძოლებს საკუთარ სამშობლოში გავაგზავნით. შეიძლება საფრანგეთმა ან კიდევ გერმანიამ თქვას, რომ არ გამოგზავნოთო, მაშინ, ჩვენს მიერ იქ ჩამოსაყალიბებელ სასამართლოში გასამართლდებიან. ჩვენს მიერ კონტროლირებად რეგიონების გარდა დანარჩენზე თვით ამერიკამ იფიქროს.“ თურქეთის პრეზიდენტმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ ოპერაციის ფარგლებში როგორც ამერიკასთან ასევე რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაცია გააჩნიათ.



მსგავსი ინფორმაციები