მოგერინმა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები შეაფასა
“ქურთულ ტერ ორგანიზაციებს ტერორისტულად არ ვუყურებთ“
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, გუშინ, ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების დასრულების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სამწუხაროდ, თურქეთში 10 ათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელ ამ ორგანიზაციას, რომელიც მათ ტერორისტულად ჰყავთ აღიარებული, რატომღაც ტერორისტულად არ უყურებენ. იგი თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაცივებასაც შეეხო და თქვა, რომ ყოველ ჯერზე "კონსტრუქციული ხიდის" მშენებლობა უნდათ ანკარასთან, თუმცა, ეს ყოველთვის არ გამოუდით. “თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები არ შემოიფარგლება მხოლოდ სირიასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებით, თურქეთი ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია, აქედან გამომდინარე მრავალ სფეროში ვთანამშრომლობთ", განაცხადა მოგერინმა და დამატა, რომ მხარეებს ერთმანეთთან რაც შეიძლება ღია პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით, ყველაზე დიდი უთანხმოება ბრიუსელ-ანკარას შორის, თურქეთის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ორგანიზაციების ევროკავშირის მხრიდან არ აღიარებაა, რაც არასწორია, რადგან, ხსენებული ტერ ორგანიზაციებს აღიარებს გაეროც, ევროკავშირიც და აშშ-იც, მაგრამ, ფაქტიურად და სინამდვილეში ისინი მათ ტერორისტულად არ უყურებენ