ფაჰრეთთინ ალთუნის მკაცრი პასუხი, ბენიამინ ნეთანიაჰუს

ფაჰრეთთინ ალთუნის მკაცრი პასუხი, ბენიამინ ნეთანიაჰუს

1286125
ფაჰრეთთინ ალთუნის მკაცრი პასუხი, ბენიამინ ნეთანიაჰუს

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს თურქეთის მიერ დაწყებულ ოპერაციას,  „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ გაკეთებულ შეფასებას, თითქოს და იგი   ‘ოკუპაციას და ეთნიკურ წმენდას’ წარმოადგენდეს,  სოციალური ქსელის მეშვეობით მკაცრად უპასუხა. „ნეთანიაჰუს ეს სიტყვები, კორუფციისა და  თაღლითობის ბრალდებით ციხეში გასატარებელი წლების მოლოდინში მყოფი და  პოპულარობა დაკარგული პოლიტიკოსის განცხადებებია. მან არ იცის, რომ თურქეთს თავს აფარებს 300 ათასამდე სირიელი ქურთიც და ისინიც  სხვა სირიელებთან ერთად ჩვენი ქვეყნის მფარველობის  ქვეშ იმყოფებიან.   ჩვენ რეგიონში მყოფ ყველა ტერ-ორგანიზაციას გავანადგურებთ და სირიელებს საკუთარ სამშობლოში დასაბრუნებლად მხარს დავუჭერთ,“ აცხადებს ფაჰრეთთინ ალთუნი.



მსგავსი ინფორმაციები