ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ალჟირში იმყოფება

ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ალჟირში იმყოფება

1284379
ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ალჟირში იმყოფება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ალჟირი რეგიონის ქვეყნების და ისლამური სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამიტომ,   ალჟირის სტაბილურობა თურქეთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ ოფიციალური ვიზიტით ჩასულ ალჟირში თავის კოლეგა, საბრი ბუკადუმთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. „ალჟირთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დღეს გასამართ პირისპირ და დელეგაციათა შორის შეხვედრებზე ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ. ჩემი აქ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გავმართავ შეხვედრებს. ალჟირი ამ რეგიონის და ისლამური სამყაროსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამიტომ, ალჟირის სტაბილურობა, თურქეთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანაში მრავალი თურქული კომპანია სხვადასხვა სფეროში შესაბამის ინვესტიციებს ახორციელებს. ალჟირს კი ჩვენი ქვეყნის კომპანიებისადმი ნდობის და ყოველგვარი მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ თავის კოლეგა,  ბუკადუმთან შეხვედრის დროს.



მსგავსი ინფორმაციები