თურქეთი ოპერაციისთვის მზად არის

თურქეთი ოპერაციისთვის მზად არის

1283663
თურქეთი ოპერაციისთვის მზად არის
tsk asker.jpg

თურქეთმა, სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ჩასატარებელი ოპერაციისთვის ყოველგვარი მზადება დაასრულა. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი რეგიონის მშვიდობის და სტაბილურობისათვის, სირიელების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებისათვის სამშვიდობო კორიდორის ჩამოყალიბება აუცილებელია. თურქეთის შეიარაღებული ძალები,  ქვეყნის საზღვრების გასწვრივ ტერორის დერეფნის ჩამოყალიბებას არასოდეს დაუშვებს. მსგავსი ფაქტის თავიდან ასაცილებლად კი ოპერაციისთვის მზად ვართ. ჩვენი სამშობლოს მთლიანობისათვის, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისათვის და 82 მილიონი მოქალაქის მშვიდობის და უსაფრთხოებისათვის,   ნებისმიერი სახის ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლისათვის მზად ვართ. ‘თუ დავიღუპებით გმირებად’,  ‘თუ დავიჭრებით ვეტერნებად’ დავრჩებით,  სწორედ ამ სულისკვეთებით ოპერაციისთვის მზად ვართ“.



მსგავსი ინფორმაციები