იაშარ გულერი ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს უსაფრთხო ზონის შექმნის საკითხები

1282181
იაშარ გულერი ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

 

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი იაშარ გულერი, აშშ-ის გენერალური შტაბის ახალ უფროსს, არმიის გენერალ მარკ მილეის ტელეფონით ესაუბრა და ძირითადად სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ დაგეგმილი უსაფრთხო ზონის შექმნის საკითხები განიხილეს. თურქეთის გენერალური შტაბის კუთვნილი სოციალურ ქსელ Twitter–ის ანგარიშიდან გავრცელებული მესიჯის მიხედვით, თურქმა გენერალმა ამასთან ერთად ახალ დანიშნულ ამერიკელ კოლეგას მიულოცა ახალი თანამდებობა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობებში



მსგავსი ინფორმაციები