ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქიზილჯაჰამამის შეხვედრაზე

“ევფრატის აღმოსავლეთ მხარეზე ოპერაცია უახლოეს ხანებში დაიწყება“

1282316
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქიზილჯაჰამამის შეხვედრაზე

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი დღეს სიტყვით გამოვიდა, ანკარის გარეუბან ქიზილჯაჰამამში ჩატარებულ თავისი პარტიის 29-ე საკონსულტაციო და საანგარიშო შეხვედრაზე და თქვა, რომ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების ქურთი ტერორისტებისგან გაწმენდის მიზნით მომზადებული ოპერაციის გეგმა დასრულებულია. "ჩვენ ყველანაირი მომზადება დავასრულეთ, ოპერაციების გეგმებიც მზად არის, ასევე გავეცით საჭირო ინსტრუქციები და მითითებები. ასე რომ ოპერაციის დაწყების გზა გასაყარზე ვართ, იგი შეიძლება დღესაც დავიწყოთ ან ხვალაც, მოკლედ, ოპერაციის დაწყებასთან ძალიან ახლოს ვართ, თანაც ოპერაციები სახმელეთოც იქნება და საჰაეროც", ხაზგასმით განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, თურქეთის თანამოსაუბრეები, აღმოსავლეთ ევფრატის სანაპიროებზე შესაძლო ოპერაციის მოკლე ხანში დაწყების თაობაზე  უკვე გააფრთხილეს. ”ჩვენ საკმაოდ დიდი მოთმინება გამოვიჩინეთ. ხან სახმელეთო ერთობლივი  პატრულების, ხან საჰაერო ერთობლივი პატრულირების ზღაპრებით დრო გაგვაყვანინეს. ახლა კი დადგა დრო, რათა ევფრატის აღმოსავლეთი მხარეც გავათავისუფლოთ იმ ქურთი ტერორისტებისგან, რომლებსაც ტერორისტულად არ აღიარებს აშშ-ი და მოკავშირე თურქეთის მაგივრად მათ უწევს ყველანაირ ფინანსურ და სამხედრო დახმარებებს“, აღნიშნა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები