ფუათ ოქტაი: „თურქეთი, ხაშოგის მკვლელების დაუსჯელად ამ საქმეს არ მოეშვება“

ფუათ ოქტაი: „თურქეთი, ხაშოგის მკვლელების დაუსჯელად ამ საქმეს არ მოეშვება“

1281019
ფუათ ოქტაი: „თურქეთი, ხაშოგის მკვლელების დაუსჯელად ამ საქმეს არ მოეშვება“

ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელების დაუსჯელად, თურქეთი ამ საქმეს არ მოეშვება. ფუათ ოქტაიმ სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით ჯემალ ხაშოგის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ერთი წლის წინ სასტიკი მეთოდით მოკლულ ჟურნალისტ ჯემალ ხაშოგის მკვლელების დასჯამდის ჩვენ ამ საკითხს არ მოვეშვებით. თურქეთი მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება. ინციდენტის ყველა ასპექტის გამოაშკარავებისათვის,  საერთაშორისო საზოგადოებას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. კიდევ ერთხელ პატივისცემით ვიგონებთ ჯემალ ხაშოგს. შეგახსენებთ, რომ  Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი  2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც იგი  სასტიკი მეთოდით  მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები