ნატო-ს გენერალური მდივანი თურქეთში ჩამოდის
იენს სტოლტენბერგი 11 ოქტომბერს თურქეთს ეწვევა
1279979

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 11 ოქტომბერს თურქეთს ეწვევა. სტოლტენბერგი ანკარაში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთისგან შესყიდული S-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის, თურქეთ-სირიის საზღვართან შესაქმნელი უსაფრთხო ზონის, ლტოლვილთა დაბრუნების და სხვა მრავალი საკითხი იქნება განხილული.