ავაშინის რეგიონში კიდევ 7 PKK-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

1280541
ავაშინის რეგიონში კიდევ 7 PKK-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციის შედეგად PKK-ს კიდევ 7 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით   განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების   მიერ,  მიმდინარე წლის 27 მაისს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „კლანჭი“-ს პარალელურად წარმოებული საჰაერო ოპერაციების ფარგლებში  ავაშინის  რეგიონებში მორიგი საჰაერო ოპერაცია განხორციელდა რომლის  შედეგადაც სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს კიდევ 7 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.“ მეორეს მხრივ, ქვეყნის შიგნით მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ჰაქქარის ოლქში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს 3, ხოლო შირნაქში, ჯუდის მთაზე 2  ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.  

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები