რა საკითხებზე გამახვილა ყურადღება ერდოღანმა გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?

ჰეშთეგი #OurVoiceErdogan  (ჩვენი ხმა ერდოღანი) ტვიტერზე ტრენდული გახდა

1275847
რა საკითხებზე გამახვილა ყურადღება ერდოღანმა გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
erdogan bm1.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამყარო გლობალური უსამართლობის წინაშე დგას, რაც იწვევს ძალაუფლების ბრძოლას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ,  გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე საზოგადოებასთან მიმართვის დროს განაცხადა. „როდესაც მსოფლიოს იღბლიანი უმცირესობა  რობოტების საკითხზე მსჯელობს,  1 მილიარდამდის ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მსოფლიოს ერთი ნაწილი  ფუფუნებაში ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი გაუსაძლის მდგომარეობაშია, ეს კი მიუღებელია. მსოფლიო ხუთზე დიდია. დროა შეცვალოთ ჩვენი აზრები და წესები. ზოგიერთი ქვეყნები ბირთვულ იარაღს ერთგვარ კოზირად იყენებს, ამიტომ მე ვაცხადებ, რომ აღნიშნული  იარაღის ფლობა,  ყველასთვის დასაშვები ან კიდევ აკრძალული უნდა  იყოს,“ განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას სირიის კრიზისსა და მიგრანტთა პრობლემების საკითხსაც შეეხო რა, აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ ყველა ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლით იქნება შესაძლებელი. მან ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რასიზმის, ისლამოფობიის და  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით უნდა ხორციელდებოდეს. პრეზიდენტმა გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეებზე   მიმართვის დროს სხვადასხვა საკითხებზეც ისაუბრა და დასძინა: „დამოუკიდებელი პალესტინის ჩამოყალიბება აუცილებელია, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქვეყნის მიდგომა არასამართლიანია. ქაშმირელების მიმართ განხორციელებული ბლოკადა უნდა მოიხსნას. ახალ ზელანდიაში მუსლიმების მიმართ 15 მარტს განხორციელებული თავდასხმის გამო გაერო-ს ამ თარიღის „ისლამისადმი სოლიდარობის დღედ“ გამოცხადება შევთავაზეთ.“ თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა:   „მშვიდობა ყველასთვის, თავისუფლება ყველასთვის, კეთილდღეობა ყველასთვის, სამართლიანობა ყველასთვის, მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავალი ყველასათვის.“

მეორეს მხრივ თურქეთის პრეზიდენტის გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა, რომელიც თურქულ ინგლისურ და არაბულ ენებზე გადაიცემოდა,  ჰეშთეგი #OurVoiceErdogan  (ჩვენი ხმა ერდოღანი) ტვიტერზე ტრენდული გახდა.



მსგავსი ინფორმაციები