იბრაჰიმ ქალინმა და ფაჰრეთთინ ალთუნმა ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გააკრიტიკეს

იბრაჰიმ ქალინმა და ფაჰრეთთინ ალთუნმა ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გააკრიტიკეს

1275897
იბრაჰიმ ქალინმა და ფაჰრეთთინ ალთუნმა ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გააკრიტიკეს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა,  ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს  პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ გაკეთებული განცხადება მკაცრად გააკრიტიკა. ქალინმა სოციალურ ქსელ, Twitter-ში გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა: „ისრაელის პრემიერი (ნეთანიაჰუ) დამწუხრებულია ვინაიდან,  პრეზიდენტმა ერდოღანმა,  ისრაელის მხრიდან  პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია  და პალესტინელი ხალხის მჩაგვრელობა ღიად დააფიქსირა. პრეზიდენტი ერდოღანი ჩაგრულების დაცვას სამომავლოდაც გააგრძელებს.“  ნეთანიაჰუს, ერდოღანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას,    პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნიც სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა: „ბინიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც ბრალად სდებდნენ კორუფციას, კიდევ ერთხელ ცდილობს  შიდა პრობლემების ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.  მე გირჩევ საკუთარი თავი სასამართლოსთვის მოამზადო და დრო ტყუილად არ დახარჯო.“ შეგახსენებთ, რომ ნეთანიაჰუმ,  ერდოღანის გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პალესტინის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა.



მსგავსი ინფორმაციები